დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შვილი ვარაუდობს, რომ მამამისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მოკლულის დედამ, ანუ ბაქრაძის ყოფილმა მეუღლემ მიმართა. ლიკა ბაქრაძე ამბობს, რომ მას თავად მამის შეწყალების თხოვნით არავისთვის მიუმართავს.
სწორედ ნათელა გაბოძეზე ძალადობის გამო გაასამართლეს ვეფხვია ბაქრაძე 2015 წელს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 წელიწადში, პრეზიდენტის შეწყალების აქტის შემდეგ დატოვა.
„კონფლიქტი იყო ის, რომ თაკო იყო წინააღმდეგი, რომ ერთად ყოფილიყვნენ, რაც შეეხება მოტივებს, ვერ გეტყვით. მამაჩემი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. მე ამით დღემდე ვარ შოკირებული,“-აცხადებს ლიკა ბაქრაძე.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მოკლული 25 წლის ქალის ოჯახის წევრები და ბრალდებულის დასჯას ითხოვენ.