სამოქალაქო სექტორის მიმართვა პრეზიდენტს, პარლამენტს და ძალოვან უწყებებს. იმის გამო, რომ კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერი ვერ მუშაობს, სამოქალაქო სექტორი კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. პეტიციის ავტორები მოითხოვენ ფემიციდი დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს. ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშო და შემზარავია. მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 40 მოკლული ქალია. სწორედ ამ ორი წლის განმავლობაში პარლამენტში კანონის გამკაცრების მოთხოვნით 2 ინიციატივა შევიდა თუმცა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მიიღო და შესაბამისად ვერც კანონის სახე.
კანონისა და შესაბამისად სასჯელის ზომის გამკაცრების გარდა, სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კიდევ ერთი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს-სისტემატურად გასაჯაროვდეს სტატისტიკა ქალთა მკვლელობის შესახებ, რაც ერთ-ერთი საშუალება იქნება პრევენციისთვის.