18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს ბაღი არ დაინგრეს," - გაბრიელ სალოსის გამზირზე აქცია განახლდება

გაბრიელ სალოსის გამზირზე დღეს აქცია განახლდება. მშობლების ხმაურიანი პროტესტი ტერიტორიაზე გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. შეკრებილები ავარიულობის გამო 109-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტას აპროტესტებდნენ - მათ გზის გადაკეტვის მცდელობაც ქონდათ. მშობლები ეჭვობენ, რომ დასკვნა ავარიულობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ადგილზე სხვა ობიექტის მშენებლობა იგეგმება. 

"ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს ბაღი არ დაინგრეს,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დედაქალაქის მერი გამორიცხავს მოსაზრებას, რომ ტერიტორია სხვა ობიექტის ასაშენებლად სჭირდებათ და იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც დედაქალაქის ბაღების რეაბილიტაციას ეხება.

"სიმართლეს არ შეეფერება ის, რომ თითქოს ეს ტერიტორია უნდა გასხვისდეს. ჩვენ გარდა ამ ბაღისა რამოდენიმე ბაღში შევაჩერეთ დროებით სწავლება. უახლოეს მომავალში დაიწყება 11 ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები