17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
„ძალიან უსუსური და სასაცილო არგუმენტი მოვისმინე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტისგან," - ეკა მიშველაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განთავისუფლების საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 3 მაისს გამოაცხადებს. დღეს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები განიხილეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ეკა მიშველაძე კი სასამართლოსგან დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

„ძალიან უსუსური და სასაცილო არგუმენტი მოვისმინე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტისგან, რომ თურმე მაშინ, როდესაც ბასა ჯანიკაშვილმა ის ყოვლად გასაოცარი განცხადება გააკეთა, რომ უხერხული პოლიტიკოსის მეუღლე იყოს პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი, მედია კოალიციის იმ შეხვედრაზე, ბასა ჯანიკაშვილი ყოფილა სრულიად შემთხვევით მოსული, შემოიარა შემთხვევით და არა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი. ეს იყო დღეს მთავარი არგუმენტი,“ - განაცხადა ეკატერინე მიშველაძემ.

განცხადება გააკეთა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნონა ქურდოვანიძემ.

„დგინდება, რომ ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება იყო დისკრიმინაციული და ჩვენ ამ ნაწილში, ცხადია ვითხოვთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას. რაც შეეხება საზოგადოებრივი  მაუწყებლის წარმომადგენლის პოზიციებს, ის იყო სრულიად ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

 

დღის ამბები