17 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"პოლიტიკოსებმა ხისტი განცხადებები არ უნდა გააკეთონ" - მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე ხელისუფლების მოთხოვნას ეხმაურება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ხელისუფლების მიმართვას  ეხმაურება, სადაც მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა პროცესის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოა.

„დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ მედიასაშაულებას საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ნებისმიერ სამართლებრივ გადაწყვეტილებას და პოლიტიკოსის სხვა სახის კომენტარი მგონია, რომ ამ პროცესს დააზიანებს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა რაიმე ხისტი განცხადებები ამასთან დაკავშირებით არ უნდა გააკეთონ და თავი უნდა შეიკავონ, მათ შორის ამ პროცესის სამართლებრივი შეფასებებისგან,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას გამოიწვევს.

დღის ამბები