საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დრო და ადგილი ამ დრომდე უცნობია. შეხვედრა, სადაც ორ ნაწილად გაყოფილი მმართველი პარტიის პრობლემები უნდა განიხილონ, რამდენჯერმე გადაიდო.
„ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი ითხოვს, რომ შეხვედრას ყოფილი პრემიერიც დაესწროს, თუმცა უცნობია, მივა თუ არა უმრავლესობის სხდომაზე ყოფილი პრემიერი ამ დრომდე უცნობია. „კურიერის“ ინფორმაციით, დაპირისპირებული გუნდებიდან არცერთთან ექსპრემიერი ჯერ კონტაქტზე არ გამოსულა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კლასში მარტო დარჩენილ მოსწავლეებს ადარებს, მასწავლებელი ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერია. ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ჩარევის გარეშე მმართველ პარტიაში კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია.
ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი დავით ჭიჭინაძე დღეს პარლამენტში აღარ გამოჩენილა, თუმცა საკანონმდელო ორგანოში მთავარი თემა მაინც მისი გუშინდელი კომენტარები იყო.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში სამ ნაწილად იყოფა - ე.წ. ამბოხებულები, ახლები და ნეიტრალურები.