უკრაინელი ექსპერტები, რომლებმაც ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნა უნდა დადონ, საქართველოში დღეს ჩამოდიან. სფეროს ექსპერტები ადგილზე არსებულ ვითარებას ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან და რეკომენდაციებს წარადგენენ.
მათი ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით ხდება. პროფკავშირებში იმედოვნებენ, რომ უკრაინელი სპეციალისტების დასკვნას ხელისუფლება და საქნახშირი გაითვალისწინებენ.
პროფკავშირებში არ გამორიცხავენ, რომ დასკვნის შემდეგ შახტების დახურვა გახდეს აუცილებელი, რაც მათივე თქმით, 1200-ზე მეტი ტყიბულელი მეშახტის უსამსახუროდ დარჩენას გამოიწვევს.
„ტუ ექსპერტების დასკვნები საბოლოოდ იტყვის, რომ შახტის სრულყოფილად რეაბილიტირება შეუძლებელია და ჩვენ ოდნავ მაინც დაგვრჩება რისკები იმისა, რომ შესაძლოა კიდევ ვინმე დაიღუპოს, ასეთ შემთხვევაში ალბათ აუცილებელია, რომ შახტებში მუშაობა აღარ გაგრძელდეს,“-განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ.