კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" შესახებ, უკვე მეორე დღეა, რელიგიური კონფესიების წარმომადგელებისა და არასამთავრობო სექტორის განხილვის მთავარი თემაა.
ემზარ კვიციანის ინიციატივას, საპარლამენტო უმრვალესობაში მომხრეები უკვე ჰყავს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მოითოხვს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს, თუმცა სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.
მამა ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ ემზარ კვიციანის ინიციატივის შესახებ საპატრიარქოსთვის ცნობილი არაა, თუმცა, მისი თქმით, უამრავ ევროპულ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
“ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული გზა გვაქვს არჩეული ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. არის უამრავი ქვეყანა ამის მაგალითი, ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ეს გზა ვიყოთ ევროპელები და თუ არ გვინდა მაშინ ვთქვათ, რომ შეგვიძლია ყველაფრის კეთება.
ბატონი ემზარ კვიციანის ინიციატივა ჩვენთვის უცნობი იყო ტექსტსაც არ იცნობს საპატრიარქო ამიტომ ამაზე რეაგირების ან მხარდაჭერის საკითხი არ დგას.
„ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას და მუსულმანებს მივაყენოთ შეურაცხყოფა ამის უფლება არ გვაქვს,“ - ამბობს მამა ალექსანდრე გალდავა.