30 დეკემბერი 2024,   20:33
ვრცლად
აქცია სომხეთის დიდ ქალაქებში გაგრძელდება - პაშინიანი კარაპეტიანთან ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ პროტესტის ახალ ტალღას იწყებს 

სომხეთში მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა.

კარენ კარაპეტიანის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიციის ლიდერი მხოლოდ საკუთარ პირობებს აყენებს და ხელისუფლების პოზიციას არ ისმენს.

მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მან კარენ კარაპეტიანის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვა.

პაშინიანის თქმით, პროტესტი სომხეთში არ დაცხრება და ის ერევნიდან სხვადასხვა ქალაქებში გადავა. დღეს კოლონა გიუმრისკენ დაიძვრება. სადაც ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.

„ჩვენი პოზიცია ნათელია. თუ მმართველ პოლიტიკურ პარტიას დაძაბულობის შემცირება სურს, მან უნდა მოუსმინოს ხალხს. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ როგორც ნახეთ კარენ კარაპეტიანი ჩემთან შესახვედრად არ მოვიდა.

ვაგრძელებთ პროტესტს. კარაპეტიანს იმავე მეთოდებით გავაგებინებთ რა უნდა გააკეთოს , როგორც სერჟ სარგსიანს გავაგებინეთ. ეს არის მხოლოდ შიდა სომხური პროცესი და სხვა ქვეყნები მასში არ მონაწილეობენ. მათ შორის ვერ ვხედავ პირდაპირ ანალოგიას მეზობელი ქვეყნების, თუნდაც საქართველოს ფერად რევოლუციებთან. ეს არის სომხეთის ამომრჩევლების პროტესტი იმისთვის, რომ თავი სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ,""-განაცხადა პაშინიანმა.

დღის ამბები