17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
დმანისის გადარჩენის ფონდი ასწლოვანი ევკალიპტის დასაცავად სამართლებრივ დავას იწყებს

ასწლოვანი ევკალიპტის აუქციონზე შეძენის შემდეგ, დმანისის გადარჩენის ფონდი მის დასაცავად სამართლებრივ დავას იწყებს.

ფონდის ხელმძღვანელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ევკალიპტის სხვა ადგილზე გადატანის შესაძლებლობის გაუქმებას და ლექტრონული აუქციონის შესაბამისი მუხლის გაბათილებას ითხოვენ.

დმანისის გადარჩენის ფონდმა, ასწლოვანი ევკალიპტი, 27 მარტს, 20 020 ლარად შეიძინა.

„ვითხოვთ ფინანსთა მინისტრის 125-ე ბრძანების ბათილობას, რომელიც გვავალდებულებს შეძენილი ხის ადგილიდან გატანას, რაც წინააღმდეგობაში მოდის არსებულ კანონთან. ასევე ვითხოვთ ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის ბათილად ცნობას. ასევე ვაყენებთ შუამდგომლობას, რათა სასამართლომ აიძულოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რომ არ დაუშვას ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლა,“-განაცხადა დმანისის გადარჩენის ფონდის ხელმძღვანელმა თამთა შამათავამ.

დღის ამბები