17 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"ლურჯი ვეშაპი" - სასიკვდილო ინტერნეტ თამაში და თვითმკვლელობით დასრულებული ახალგაზრდების სიცოცხლე

სახიფათო კომპიუტერული თამაში „ლურჯი ვეშაპი“ და მოზარდები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. გავრცელებული ცნობით, საშიში თამაშის ფინალური დავალების გამო, თვითდაზიანება მიიყენა ათზე მეტმა მოზარდმა.

„ლურჯ ვეშაპზე“ აქვს ეჭვი 16 წლის გოგონას ოჯახის ახლობლებს, რომელიც დღეს გარდაიცვალა. მოზარდის გადარჩენას ექიმები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა არასრულწლოვანი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ სკოლის მოსწავლემ სიცოცხლე "ლურჯი ვეშაპის" ფინალური დავალების გამო დაასრულა.

თბილისში, იმავე უბანში ცხრა სართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოხტა 15 წლის გოგონაც, სავარაუდოდ ისიც ”ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია.

გოგონა, თბილისში გადმოსვლამდე ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში ცხოვრობდა და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში სწავლობდა. ამავე სკოლის მოსწავლე იყო 17 წლის ბიჭი, რომელმაც დღეს ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი ახლა ფსიქოლოგების და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით, მოზარდმა თავის მოკვლა საშიში თამაშის ”ლურჯმა ვეშაპის” გამო სცადა.

ამ დრომდე სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს იმ პირის გამოვლენა, ვინც სოციალური ქსელით მოზარდებს დავალებას აძლევს.

ავტორი: ლადო მენაბდე 

დღის ამბები