17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
სამართალდამცველები ნარკომომხმარებლებს დევნიან - IDFI-ის კვლევა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს.

IDFI-იმ კვლევა ჩაატარა და დადგინა, რომ სამართალდამცველები ნარკომომხმარებლებს დევნიან და კანონს მხოლოდ მათ დასასჯელად იყენებენ.

კვლევა შსს-ს მიერ 2014 წლიდან 2017 წლამდე მომზადებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს კანონის გადახედვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვასკვნით, რომ ამ პირთა გადაყვანა შემოწმებაზე ხდება მათი დასჯის მიზნით, რადგან საბოლოო შედეგი მხოლოდ დასჯა არის. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური ნაწილი. გასაღებაზე რაოდენობები არის საკმაოდ მცირე. ქვეყანაში არ არსებობს სარეაბილიტაციო პროგრამები და არ არსებობს ის პროგრამები, რომელიც პრევენციას მოახდენდა ასეთ შემთხვევებში,“-განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა მარიამ თუთბერიძემ.

დღის ამბები