დმანისის გადარჩენის ფონდი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ოპოზიცია მათ მიერ ნაყიდი ხის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ითხოვს.
უწყება კი ორგანიზაციის წევრებს პირობას უყენებს - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ხეს სხვა ტერიტორიაზე გადარგავენ.
„არაერთგზის მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაეფორმებინა ხესთან დაკავშირებით. მივმართეთ, კონკრეტული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის არაერთი წერილით.
ახალი სამოქალაქო კოდექსი უნდათ დაწერონ, რომ თურმე საკუთრებაში არ უნდა გაგვიფორმონ ხე, თურმე უნდა მივიდეთ, მოვთხაროთ ხე და გავიტანოთ სადღაც სხვაგან“- აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.