17 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“ - აჭარის რევოლუციიდან დღეს 14 წელი გავიდა 

„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“ – ეს ისტორიული სიტყვები 2004 წლის 6 მაისს, ღამის 03:00 საათზე ითქვა. აჭარაში ასლან აბაშიძის 13 წლიანი მმართველობა დასრულდა.

ამას წინ უძღოდა მსვლელობები და არაერთი დემონსტრაცია. აჭარაში მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აბაშიძის ბრძანებით ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდები ააფეთქეს. ამ დღიდან კალენდარზე მაისის ათვლა და ასლან აბაშიძის ეპოქის დასასრულის ათვლა დაიწყო.

მასობრივი გამოსვლების ფონზე ჩოლოქის ხიდზე მობილიზებულმა ასლანის შეიარაღებულმა მომხრეებმა დემონსტრანტების შეშინება მაინც ვერ შეძლეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიამ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ხალხათან ერთად ჩოლოქის ხიდი 5 მაისს გადაკვეთა და ბათუმისკენ დაიძრა.  საბოლოოდ, ასლან აბაშიძემ ბათუმი დატოვა და მოსკოვში გაფრინდა.

იმ საღამოს ბათუმში აბაშიძის 13-წლიანი მმართველობის დასასრული აღნიშნეს. აჭარის რევოლუციიდან დღეს 14 წელი გავიდა.

დღის ამბები