17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"სუბარი თუ იქნება კანდიდატი ტაშს დავუკრავ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს ოპოზიციისთვის"-"ოცნების"სავარაუდო კანდიდატებს ოპოზიცია აფასებს

„რაც შეეხება სოზარ სუბარის კანდიდატურას, ტაშს დავუკრავდი. ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის. ამაზე უკეთესი კონკურენტი შეუძლებელია, რომ პარტიებმა წარმოიდგინონ,“-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელთა შორის სოზარ სუბარის გარდა მაია ცქიტიშვილი და თედო ჯაფარიძე განიხილებიან.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ჩამოთვლილიდან ყველა იმდენად სუსტი კანდიდატები არიან რომ ოპოზიციას მისი დამარცხება არ გაუჭირდება.

მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი კანდიდატს არჩევს ეს არის ის, რომ ის უნდა იყოს რაც შეიძლება სუსტი.

„თუკი იგი გაიმარჯვებს არჩევნებში პრეზიდენტი იყოს უბრალოდ დეკორაცია  და არ შექმნას  „პრობლემები,“ რომელიც შექმნა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები