17 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"მეფედრონით" გარდაცვლილთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - დაზარალებული ოჯახები პასუხს შსს-ს სთხოვენ

ნარკოტიკით მოწამლული და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. „მეფედრონით“ მოწამლული 10-მდე ახალგაზრდა ამ დრომდე ნეოგენის ნარკოლოგიურ ცენტრში მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადის. ყველას მდგომარეობა მძიმეა, მათ სიცოცხლეს შეუთავსებელი სიმპტომები აქვთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნარკოლოგიურ კლინიკაში ფსიქიკური აშლილობით ათობით ახალგაზრდა შეიყვანეს, მათ შორის რამდენიმე გოგონაა. უმეტესობა ახალი თაობის ნარკოტიკით - აბაზანის მარილით მოიწამლა.

ახალგაზრდების უმრავლესობამ ვინც „მეფედრონით“ მოიწამლა ან აბაზანის მარილი მათი სიკვდილის მიზეზი გახდა, ნივთიერების მიღების წინ არ იცოდა რას სვამდა. ამ დრომდე უცნობია იმ პრეპარატის ზუსტი შემადგენლობა, რამაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შვიდამდე ახალგაზრდა იმსხვერპლა, ოჯახები ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

ის, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა დაუბრკოლებლად ინტერნეტით შეიძლება, ეს P.S.-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაამტკიცა. ჟურნალისტური ექსპერიმენტის დროს გაირკვა, რომ "მეფედრონის" შეძენა და მიღება ქალაქის ქუჩებში თავისუფლად, 15 წუთში შეიძლება. როგორც ჩანს, ძალოვანი უწყება ამ შავი ბაზრის წინააღმდეგ ბრძოლაში უძლურია.

გადაცემის P.S.-მა მეფედრონი ინტერნეტით პარასკევს შეიძინა, უკვე სამი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაადგინა, იმ ჯგუფის წევრებს ვინაობა, ვინც ქალაქის ცენტრში ტურისტულ ზონაში სასიკვდილო მარილს ყიდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები