20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ცესკომ ვანი-ხონის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 54-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული 28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნდა.

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა - მან ამომრჩევლის 57,86% მიიღო.

მისმა მთავარმა კონკურენტმა გიგი უგულავამ კი "ევროპული საქართველოდან“ 38,38%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ საერთო ჯამში ამომრეჩევლის 4% მოგროვებაც ვერ შეძლეს.

გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილება პარლამენტმა სესიაზე უახლოეს პერიოდში უნდა აღიაროს.

დღის ამბები