20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერმა მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს დედაქალაქის მერმა მიულოცა.

ვეტერანებთან შესახვედრად და ომში დაღუპულების პატივის მისაგებად კახა კალაძე ვაკის პარკში იმყოფებოდა. მისი თქმით, დედაქალაქის მერია ტრადიციულად აგრძელებს ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგულების დახმარებას.

„მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და ცხრა მაისი შეიძლება ითქვას იქცა გამარჯვების დღედ. თბილისის მერია როგორც ყოველ წელს ხდება აგრძელებს დახმარებას ომის ვეტერანებზე მარჩენალდაკარგულებზე და წელსაც მოხდა ანალოგიური,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები