17 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
მსვლელობა სტალინის მუზეუმისკენ - აქციას „ქართული ოცნების“ დეპუტატიც შეუერთდა

9 მაისი აღნიშნეს გორში საზოგადოება ”გორელის” წევრებმა. ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სტალინის სახლ-მუზეუმამდე მსვლელობით მივიდნენ.

მსვლელობის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი და მუზეუმთან სტალინის ძეგლი.

მსვლელობას შეუერთდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოსო მაკრახიძე, რომელიც ადგილობრივებთან მივიდა. გორში დღეს პარტია "კომუნისტების" შეკრებაც არის დაგეგმილი.

„ვულოცავ ყველას გამარჯვების დღეს. ნეტა ჩვენი გამარჯვებაც მალე ყოფილიყოს და დაგვებრუნებინოს ის ტერიტორიები.

წარმოდგენა არ მაქვს „უკვდავთა პოლკი“ რა არის , მეგობრები არიან და მონაწილეობა მივიღე. დროშა რომ მომაწოდეს მივხვდი, რომ პოლკი აწერია“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი იოსებ მაკრახიძე.

დღის ამბები