05 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლო ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გრძელდება. ბრალდება ირიბ მოწმეებს წარმოადგენს.
ადვოკატები კი უახლოეს დღეებში საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ.

"დაცვის მხარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ჩვენებები, რომლებიც უიშუალოდ შეესწრნენ ფაქტს. თვითმხილველთა ჩვენებით არ დგინდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მას გამოძიება ედავება,"- აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

პროკურორის თქმით, ასევე დაიკითხება ერთ-ერთი პიროვნება, მოწმე, რომელიც უშუალოდ ისაუბრებს იმ ფაქტებზე, რაც მან უშუალოდ ნახა.

დღის ამბები