20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების, კოორდინატორების და წევრების შეკრება მიმდინარეობს

„ქართული ოცნება“ 11 მაისის ყრილობისთვის ემზადება. ყრილობაზე პარტიის ახალი თავჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია წარდგენილი.

ორი დღით ადრე კი პარტიის ოფისში თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების, კოორდინატორების და წევრების შეკრება მიმდინარეობს.

თბილისის 5 რაონის - გლდანის, სამგორის, კრწანისის, დიდუბის და მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები უნდა აირჩიონ. დღესვე ასევე ყრილობის დელეგატებიც უნდა შეარჩიონ.

პარტიის ლიდერებისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებით, პარტიაში გადახალისება იქნება, თუმცა დეტალები 11 მაისს, ყრილობაზე გაირკვევა.

„ამ ყრილობაზე იქნება გაჟღერებული ყველა ის სიახლე, რასაც პარტია ფიქრობს სამომავლოდ თავისი საქმიანობისთვის. „ქართული ოცნებისგან“ ამომრჩეველი შეიძლება ელოდოს იმ ღირებულებების ერთგულებას, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და იმავდროულად იმ ახალი გამოწვევის საპასუხოდ, ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს და აქტუალურია,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა და გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, შოთა ხაბარელის თქმით, გადახალისება ყოველთვის აუცილებელია, რადგან პარტიას „ახალი სისხლი შეემატოს.“

დღის ამბები