სამართალდამცველებმა ვაკის პარკში ვალერი კვარაცხელია და კიდევ ორი პირი დააკავეს.
"კომუნისტური" და "სოციალისტური პარტიის" წევრები ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.
ვალერი კავარაცხელიამ ერთ-ერთ ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც სამოქალო ორგანიზაციის წევრის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს.