კომუნისტური პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა 9 მაისი გორში მიტინგით აღნიშნეს. ისინი სტალინის მემორიალურ სახლთან წითელი დროშებით შეიკრიბნენ, თუმცა საბჭოთა სიმბოლიკა მათ ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაატანინეს.
აქციას წინ ხმაური უძღოდა. დაპირისპირება კომუნისტური იდეოლოგიის მხარდამჭერებსა და იმ მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. ისინი ავრცელებდნენ სტიკერებს წარწერით - "რუსეთი ოკუპანტია."
მოგვიანებით სტალინელებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ბიუსტი დადგეს.