17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
„თავისუფალი ზონის“ წევრებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

„თავისუფალი ზონის“ წევრებმა მშვიდობისა და მეტეხის ხიდზე ანტისაოკუპაციო ბანერები გადმოფინეს და ამ ფორმით გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია.

„თავისუფალი მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ოკუპაციის ფონზე, იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს 8 მაისს გამარჯვების დღეს, მხოლოდ და მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში აღინიშნება 9 მაისს. ჩვენა რ გვინდა, რომ 9 მაისს აღინიშნებოდეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე და აღინიშნებოდეს როგორც ცივილური სამყარო აღნიშნავს 8 მაისს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი ზონის” თავმჯდომარემ თორნიკე დარბაისელმა.

დღის ამბები