„მიზანია მარტივი, შემცირდეს საქართველოში ნარკომოხმარება, უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შესახებ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო მისი განხილვის ვადა ოთხი კვირით გაგრძელდა.
„ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ვადა, კანონპროექტთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო 4 კვირის განმავლობაში იმისთვის, რომ სესის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე ჩვენ მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება. მთავარია ჩვენთვის დაბალანსებული კანონპროექტის შემუშავება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.