გერმანიიდან საქართველოს 68 მოქალაქე გამოაძევეს. სპეცრეისი გუშინ საღამოს შესრულდა. საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან გადაიყვანეს დუსელდორფში, საიდანაც თბილისში გამოამგზავრეს. მათი ნაწილი უკვე წლებია გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, უმეტესობა კი უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ წავიდა თავშესაფრის მოთხოვნით. ისინი ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს საქართველოში ეკონომიკური სიდუხჭირის მოტივით ითხოვდნენ, თუმცა საკითხის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ მათ უარი უთხრეს. დეპორტირებულთა უმეტესობამ აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა.
"ძირითადი მოტივი არის სამწუხაროა ამის აღნიშვნა, ეკონომიკური სიდუხჭირე აქედან გამომდინარე მოდიან, ბარდებიან თავშესაფარში,"-განაცხადა სააგენტო ”ფრონტექსის"” მონიტორინგის სამსახურის დამკვირვებელი ირმა ცირამუა.