17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ტყიბულში დაღუპული მეშახტეები გაიხსენეს და სოლიდარობის აქცია გამართეს

სოლიდარობის აქცია გაიმართა ტყიბულში. ადგილობრივებმა ერთი წლის წინ მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედაგად დაღუპული 4 მეშახტე გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

შარშან 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე სპეციალური ლიფტის დაზიანების შედეგად მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ. ამ შემთხვევიდან რამდნეიმე თვეში ამავე შახტში კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მეშახტე კი დაშავდა.

„ამ დღის შემდეგ 12 თვის განმავლობაში 11 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ ამ პატარა ქალაქში იმის გამო , რომ არ არის დაცული შრომითი უსაფრთხოება, შრომითი უფლებები. ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას. ბრძოლა სიცოცხლის უფლებისთვის აუცლებელია“-ამბობს აქციის მონაწილე ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები