თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი კულტურის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს.
ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს ბათილად ცნონ თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის მიკუთვნების გადაწყვეტილება და შეაჩერონ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები.
"2018 წლის მარტის ბოლოს გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ საკულტო ნაგებობის გარკვეულ ნაწილზე დემონტაჟია განხორციელებული, რაც აზიანებს მის კულტურულ ღირებულებას.
უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ შეაჩერა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით," - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი სახელმწიფო უწყებებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდებენ.