17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ნატოს სამხედრო ხომალდები ფოთში

ნატოს სამხედრო გემები ფოთში-მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ფოთის ნავსადგურში 18 მაისამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ნატოს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი 4 ქვეყნის ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები ფოთის პორტში გუშინ შევიდნენ. დღეს თურქულ ხომალდზე მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები შეჯამდა.

„პოლიტიკური კუთხით ეს გამოხატავს ნატოს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს მას აქვს პრაქტიკული დანიშნულება, რადგან ვიზიტი გულისხმობს ერთობლივ წვრთნებს. სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად, რაც გულისხმობს ერთობლივ მანევრირებას და ზღვაზე კანონაღსრულების ოპერაციის სხვადასხვა ასპექტებს,“-განაცხადა საზღვაო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ. 

დღის ამბები