17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ფიზიკურად ამ ადამიანებთან არ ვიკვეთებით - "თანასწორობის მოძრაობა" სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაცვას სთხოვს

უკვე ცნობილია, რომ 17 მაისს თბილისში ორი აქცია გაიმართება. აქციას 11:30 წუთიდან იწყებს საპატრიარქო, რომელიც რუსთაველიდან სამებამდე მსვლელობას გამართავს. 19:00 საათზე კი ტრანსფობიისა და ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით აქციას მართავს თანასწორობის მოძრაობა.

თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელი, გიორგი თაბაგარი, აცხადებს, რომ ისინი მსვლელობას არ გამართავენ მოქალაქეებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.

თაბაგარი მოუწოდებს სამართალდამცველებს, დაიცვან ყველა იმ მოქალაქის უფლება, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მივა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის ვუზღუდავთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის ყველა მოქალაქის  თანასწორი უფლება. ამიტომ, თუ ისინი გეგმავენ, რომ ფილარმონიიდან სამებამდე მარში გამართონ, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. მთავარია, ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს ძალადობაში.

"ჩვენ კანცელარიასთან ფიზიკურად ამ ადამიანებთან არ ვიკვეთებით, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი აქცია და  იმედი გვაქვს, რომ პოლიცია იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენს აქციაზე მომსვლელი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნას დაცული.

"ამ შემთხვევაში პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება შს სამინისტროს და იმ ძალებს, რომლებიც იზრუნებენ აქციის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა თანასწორობის მოძრაობის  წარმომადგენელმა, გიორგი თაბაგარმა.

დღის ამბები