30 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

თეთრი ხმაურის მოძრაობა, რომლსაც დღეს რუსთაველზე საპროტესტო აქცია უნდა ჩაეტარებინა, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაანონსებული აქციის საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით შს სამინისტროს პოზიციას მოისმენენ.

„დაიწყო შაბათიც, ბოლო დღე, რომელიც შს სამინისტროს ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოლაპარაკების მაგიდისთვის მივეცით, შეხვედრის ზუსტი დრო კი აქამდე უცნობია. დაანონსებული აქციის საკითხს გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით.

"ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ორწლიანი მუშაობის შემდგომ რამდენად მზადაა სახელმწიფო ცვლილებისთვის და შევძლებთ თუ არა მოხმარებისთვის ციხეში მჯდომი უდანაშაულო მოქალაქეების დახსნას, ავირიდებთ თუ არა მომავალში პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის სუბსტანციების ფლობისთვის ადამიანთა მომავლის განადგურებას,“ -  ნათქვამია თეთრი ხმაურის განცხადებაში, რომელიც მხარდამჭერებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები