17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
პოლიტიკური დევნა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მცდელობა - "ბასიანი" აქციებს აანონსებს

კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, თანამშრომლებთან და მხარდამჭერებთან ერთად, აქციებს აანონსებს.

ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ კლუბი "ხელისუფლების პოლიტიკური მძევალია" და იმ ფონზე, როდესაც კაფე გალერი გაიხსნა, ბასიანს კვლავ ლუქი ადევს.

ბასიანის დამფუძნებლის საპასუხოდ კი შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიტიკურ  კონტექსტზე საუბარი აბსურდია, რადგან კლუბში ჯერ ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სწორედ ამ მიზეზით  გაჭიანურდა მისი გახსნაც.

პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბასიანის დამფუძნებლის დაკითხვა პოლიციის მთავარ სამმართველოში.

ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ თუ სამართალდამცავები შეეცდებიან, მას პასუხისმგებლობა დააკისრონ იმაზე, რომ კლუბში ნარკოტიკმა შეაღწია, მაშინ პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმაც, რადგან ნარკოტიკმა საზღვარზე შემოაღწია.

ზვიად გელბახიანის მსგავსად, მისი ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები მისი დაცვის ქვეშ მყოფის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობენ.

ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით მოითხოვეს დნმ-ის აღება, რაზეც ზვიად გელბახიანმა უარი თქვა. ვალერი გელბახიანი ეჭვობს, რომ დნმ-ის ნიმუში პოლიციას მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის სჭირდება. 

დღის ამბები