17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
საპატრიარქოს რადიკალური ნაბიჯი და ბოიკოტი "რუსთავი 2-ს" - განცხადებას წინ მეუფე იობის მიერ გიორგი გაბუნიას დაწყევლა უძღოდა

საპატრიარქომ საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის „რუსთავი 2-ს“ ბოიკოტს უცხადებს, დღის ბოლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა. გზავნილი ეკლესიიდან გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ რეპორტაჟის კრიტიკით იწყება. კვირას  P.S-მა მაყურებელს 2008 წელს მსოფლიო პატრიარქის გამოგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილის შესახებ უამბო, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში საპატრიარქოს არ გაუვრცელებია.

წერილის კიდევ ერთ ნაწილი გადაცემა „არჩევანის“ ეთერს ეძღვნება. გადაცემის თემა გამოხატვის თავისუფლება იყო. საპატრიარქოს კრიტიკა სტუდიაში მხატვარ ლია უკლებას ნახატმა და გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას პოზიციამ გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს და ეკლესიის ღირებულებების გამზიარებლებს „რუსთავი 2-სთვის“ ბოიკოტის გამოცხადება მოსთხოვა.

საპატრიარქოს განცხადებას და ბოიკოტს სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა. ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ იმ ერთი ჯგუფის განცხადებაა, რომელსაც საპატრიარქოში განსაკუთრებული გავლენა აქვს. გვარამია განსაკუთრებულ საფრთხეს საპატრიარქოს განცდების იმ ნაწილშიც ხედავს, სადაც ხელისუფლებას ეკლესია ცენზურის დაკანონებისკენ მოუწოდებს.

საპატრიარქოს განცხადებას წინ უძღოდა მეუფე იობის ქადაგება, სადაც მღვდელმთავარმა გადაცემა „არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია ამბიონიდან დაწყევლა და შეაჩვენა.

პოლიტიკოსებისთვის ყველაზე საშიში საპატრიარქო განცხადების ის ნაწილია, სადაც „რუსთავი 2-ის“ მიმართ ბოიკოტისკენ მოწოდება არა მხოლოდ სამღვდელოების, არამედ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიმართაც არის.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ განცხადებით საპატრიარქომ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები