17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ის არავის ინტერესების დამცველი არ იქნება, ის იქნება რუსული ეკლესიის სახე - რუსი სასულიერო პირი საქართველოში მოვლენილ მამაოზე საუბრობს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან ერთად საღმრთო ლიტურგიაში დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყვნენ რუსეთის საპატრიარქოდან მოვლინებული სასულიერო პირებიც. რომლებმაც რუსეთის საპატრიარქოდან საქართველოში მოვლენილ მამა ვლადიმერის მისიაზეც ისაუბრეს.

„მამა ვლადიმერის გამოგზავნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გადაწყვიტა. დიდი ხანია მოსკოვში არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობა. ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდება ქართულ ენაზე. რაც შეეხება მამა ვლადიმერის საქმიანობას, ის სულიერ საზრდოს მიაწვდის საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ რუსებს. ის არავის ინტერესების დამცველი არ იქნება. ის იქნება რუსული ეკლესიის სახე და ხიდის როლს შეასრულებს ჩვენს ეკლესიებს შორის“- ამბობს რუსი სასულიერო პირი საქართველოში მოვლენილ მამაოზე.

საერთაშორისო დელეგაციამ კი წმინდანთა ნაწილები ჩამოაბრძანა, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.

„ჩვენ ვართ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ამ შესანიშნავი ტაძრის მშენებლობის დაწყების 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
ჩამოვიტანეთ როსტოვისა და იარლოსვლავის ეპარქიის საჩუქარი წმინდანთა ძვლები, რომლებიც აქ სამუდამოდ იქნება დასვენებული. ამით იმედი გვაქვს აღსრულდება სულიერი ერთობა მოძმე ქართველ და რუს ხალხებს შორის,”-ამბობს იღუმენი ავგუსტინი.

დღის ამბები