17 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
„ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარ პროკურორია, თვითონ დაალაგებს ამ საქმეს" - ხორავას ქუჩის მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური ჩვენება

„ნუ ნერვიულობ, ბიძაჩემი მაგარი პროკურორია”- ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულის თქმით, სწორედ ასე ამშვიდებდა მას სისხლიან გარჩევაში მონაწილე კიდევ ერთი მოზარდი. დღეს ბრალდებულმა პირველ დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მან ისაუბრა იმაზეც, თუ რა ვითარებაში შეხვდა მაშინ პროკურატურის მაღალჩინოსანი სუბელიანი.

„მოწმის ნათქვამით მიხეილ კალანდიას ქურთუკის მკლავზე დაინახა სისხლი და ასევე რაღაც საგანი რაც ხელში ეჭირა. პლუს ამას,  დაადასტურა  მირზა სუბელიანთან შეხვედრა. როდესაც მირზა სუბელიანი მივიდა კალანდიების სახლში, მიესალმა კიდევაც მას მაგრამ მიხეილ კალანდიამ გამოიყვანა ეს პიროვნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია, თვითონ დაალაგებს ამ საქმეს ყველაფერს.“ ეს უკვე საკმაო ინფორმაცია არის. მირზა სუბელიანზე ჯერ აქამდე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, მაგრამ უკვე კიდევ ერთი მოწმიდან არის დადასტურებული მისი იქ ყოფნა და საქმეში უხეშად ჩარევა,“-განაცხადა  ზაზა სარალიძემ.

მოწმის სკანდალურ ჩვენებას, პროკურატურის მაღალჩინოსნის მტკიცებულებების განადგურებაში ჩარევასთან დაკავშირებით, ეხმაურება ბრალდებულის ადვოკატი. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ეს ამტკიცებს იმას, რომ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პირები.

„დადასტურდა  სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა. მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა და კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის  ორგანიზება,“-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. 

დღის ამბები