17 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"ბრალდებულს არ უსაუბრია რომელ ბიძას გულისხმობდა" - პროკურორი ხორავას ქუჩის მკველობის საქმესთან მირზა სუბელიანის კავშირს უარყოფს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ბრალდებულის დღევანდელ ჩვენებაში მირზა სუბელიანის ბრალეულობას ვერ ხედავს. როგორც მარიამ გოგოხიამ განაცხადა, ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია, რომელ ბიძას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ „ბიძაჩემი მაგარი პროკურორია და ამ საქმეს მოაგვარებსო.“

რაც შეეხება უშუალოდ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ საკითხებს, ბრალდებულმა ჩვენ მოგვაწოდა ჩვენებაში  იმდაგვარი სახის ინფორმაცია რომ შემთხვევის შემდეგ როდესაც სახლში შეხვდა მირზა სუბელიანს, მათ შორის არავითარ საუბარს ადგილი არ ჰქონია ადგილი უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე მან განაცხადა, რომ სახლში ვინც იმყოფებოდა, არც მასთან რაიმე საუბარს იგი არ შესწრებია მკვლელობასთან დაკავშირებით. მას არ დაუდასტურებია კონკრეტულად, რომელ ბიძაზე იყო საუბარი. არც ის დაუდასტურებია იყო თუ არა  ცნობილი ამ ბიძისათვის ამ მკვლელობის შესახებ და შესაბამისად ამ გარემოებასთან დაკავშირებით ზუსტი დეტალები მან სასამართლოს ვერ უთხრა,“-განაცხადა მარიამ გოგოხიამ.

„ნუ ნერვიულობ, ბიძაჩემი მაგარი პროკურორია”- ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულის თქმით, სწორედ ასე ამშვიდებდა მას სისხლიან გარჩევაში მონაწილე კიდევ ერთი მოზარდი. დღეს ბრალდებულმა პირველ დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.  მან ისაუბრა იმაზეც, თუ რა ვითარებაში შეხვდა მაშინ პროკურატურის მაღალჩინოსან სუბელიანს.

ამავე თემაზე
დღის ამბები