17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
კრიტიკა უცენზური სიტყვებით - სამეურვეო საბჭოს წევრმა "საერთშორისო გამჭვირვალობას" შეურაცხმყოფელი განცხადებით მიმართა

სამეურვეო საბჭოს მოქმედმა წევრმა ირაკლი პაპავამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს საჯაროდ, მწვავე განცხადებით მიმართა.  ბორდის წევრის აღშფოთება კი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ, ცოტა ხნის წინ, ქართული ნეონაცისტური დაჯგუფებების შესახებ მომზადებულმა კვლევამ გამოიწვია.

ორგანიზაციის იურისტი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ განცხადება ცალსახად შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიურია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისგან დაუშვებელი და არაეთიკურია. ბორდის წევრის მხრიდან თავდასხმას ის ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირებს, რომელიც მაუწყებლის შესახებ ხშირად კრიტიკულ კვლევებს აქვეყნებს.

ირაკლი პაპავას დღეს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია. ის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს. ბორდის ის წევრები კი, რომლებიც კამერებთან გამოჩენას არ ერიდებიან, კოლეგის მწვავე განცხადებას, მწვავედვე აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ პაპავას მხრიდან არაეთიკური განცხადების გაკეთების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ბორდის წევრების მხრიდან არასამთავრობო სექტორის უცენზურო სიტყვებით გაკრიტიკების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

დღის ამბები