17 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს.  

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა გააუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერიამ სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა ხელახლა უნდა გასცეს.

არ არის გამორიცხული, შეიცვალოს სასტუმრო "ბუდაპეშტის" პროექტი, რომელიც თავდაპირველად იყო მომზადებული.

მშენებელი კომპანია „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ ცვლილებებისთვის და მომჩივან მხარესთან კონსულტაციებისთვის მზადაა. სავარაუდოდ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს სამოქალაქო სექტორი, რომელიც დაგეგმილ მშენებლობას ასაჩივრებდა. ისინი საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.

დღის ამბები