17 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
იძულებით აღებული დნმ-ს ნიმუში - ვიდეოკადრები, რომელიც პატიმარზე ზეწოლას ასახავს 

მე-12 არხი ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლების მიერ პატიმარზე ზეწოლას ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით მოქმედება  ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში ხდება, სადაც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარს დნმ-ს ნიმუშის ჩაბარებას, ძალის გამოყენებით აიძულებენ.

კადრში 6 სამართალდამცველი ჩანს, მეშვიდე კი პროცესს კამერით იღებს. პატიმარი ყვირის და დახმარებას ითხოვს.  

გავრცელებულ ვიდემასალასთან დაკავშირებით განმარტება  უკვე გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულის მიმართ გამოყენებული იყო მოსამართლის მიერ ნებადართული ის ზომა, რომელიც საჭირო იყო პატიმრის წინააღმდეგობის დასაძლევად და დნმ-ს ასაღებად. 

დღის ამბები