17 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სანდრა რულოვსმა ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვების პროდუქტები გადასცა.

პაკეტში შედის ყველა აუცილებელი პროდუქტი, რასაც თითოეული ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდა პირველადი მოხმარების წამლები.

დიაგნოზის მიხედვით კი რამდენიმე ბავშვს გადაეცა ძვირადღირებული წამლები.

ფონდი სოკო ზუგდიდში მსგავსი სახის აქციებს პერიოდულად სამი წელია, მართავს.

გარდა საკვები პროდუქტებისა, ფონდი უფასო სამედიცინო გამოკვლევებსაც ატარებს. ნობათი სანდრა რულოვსმა ოჯახებს პირადად გადასცა.

„ეს პროგრამა უკვე მესამე წელია გრძელდება, მე ზუგდიდთან და სამეგრელოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. აქ გაჭირვება არის სახეზე,“ - ამბობს სანდრა რულოვსი.

დღის ამბები