ამჟამად რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩება რამდენიმე ათეული ადამიანი. მათ შორის არის ზაზა სარალიძეც. ცოტა ხნის წინ რუსთაველზე მივიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. "ნუ მომკლავ" - ამ ლოზუნგით მშვიდობიანი დემონსტრანტები აქციის განახლებას დღეს 16:00 საათზე კვლავ აპირებენ. მას შემდეგ, რაც მთავარი მოთხოვნა - ყველა დამნაშავე, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან კავშირი ჰქონდა დასჯილიყო, დღის ბოლომდე არ შესრულდა, მოთხოვნებს მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა და პარლამენტის დათხოვნა დაემატა.
"თუ დაუყოვნებლივ არ იქნება დაკავებული ყველა ის პირი, რომელსაც მფარველობდა სისტემა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან,"-აცხადებს ზაზა სარალიძე.