17 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"ხელს ნუ აფარებ მკვლელს," „აღსრულდეს სამართლიანობა,“ - ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში სარალიძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

რეგიონებში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ქუთაისში შედგა. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ, თუმცა მათ მოგვიანებით ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა და მთავრობა უნდა გადადგეს.

დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმშიც. ევროპის მოედანზე გარდაცვლილ მოზარდებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„ხელს ნუ აფარებ მკვლელს,“ „აღსრულდეს სამართლიანობა“ - ამ შინაარსის ბანერები კი
ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად ეკავათ ხელში ზუგდიდელებს. აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ.

დღის ამბები