მცირე დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მელორ ვაჩნაძის გამოჩენას. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მიუშვეს.
ზვიად კუპრავამ და აქციის მონაწილეებმა მას მოუწოდეს დაეტოვებინა აქცია.
აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციაზე პროვოკატორებიც იმყოფებოდნენ, შეკრებილებს მოუწოდეს მათ ქმედებებს არ აყოლოდნენ და სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.
ვაჩნაძე კი განაცხადა, რომ მას მხოლოდ ზაზა სარალიძისთვის თანადგომის გამოხატვა სურდა.