მეტროს მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევას არ აპირებენ, თუმცა შესაძლოა, მათ მიერ დაგეგმილი პროტესტი მემანქანეების შიდა განაწესთან შეუსაბამო აღმოჩნდეს.
მეტროპოლიტენის თანამშრომლების თქმით, ისინი სასამართლო დადგენილების მიხედვით სამუშაო საათებში არ გაიფიცებიან, თუმცა 3 ივნისიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, აუცილებლად მიმართავენ.
მერიის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვის უფლება აუკრძალა. განაჩენი სასამართლოში გასაჩივრდა.
„თითოეული მემანქანე 3 ივნისს, 15:00 საათზე, არასამუშაო საათებში დაიწყებს გაფიცვას, ხოლო ის მემანქანეები ვინც იქნებიან დასაქმებულები იმ კონკრეტულ მონაკვეთში დაიწყებენ მუშაობას. ამავდროულად გამოვაცხადებთ შიმშილობას, ვინც სამსახურში უნდა გამოცხადდეს, გამოცხადდება, მაგრამ გადაღლილობის გამო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“- აცხადებს ”ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე.