მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე.
პირველი განმარტებები უკვე გააკეთეს ადვოკატებმა, რაც შეეხება მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას, ის აცხადებს, რომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას მხოლოდ დაზარალებულები ჰყავს.
„ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე.
ვთვლი, რომ ხორავას ტრაგედია არის ტრაგედია და მე ვთვლი, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დამნაშავე და არც დაზარალებული, ჩვენ ყველანი დაზარალებილები ვართ. ჩვენ დავზარალდით დიდი ბოროტების წინაშე.
კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვინურ დასკვნებს რომ აღარ დავზარალდეთ,“- აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.