17 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
„მთავარი პროკურორის ჩვენს კანდიდატურას გავაცნობთ ხალხს და თუ ხალხისგან გვექნება თანხმობა, მას პარლამენტს დასანიშნად წარვუდგენთ" - კუპრავა

„ჩვენ ჩვენს კანდიდატურას გავაცნობთ ხალხს და თუ ხალხი ამ კანდიდატურას მიესალმება და შეხვდება ტაშით, თუ ჩვენ ხალხისგან გვექნება თანხმობა, ამ შემთხვევაში ჩვენს კანდიდატურას პარლამენტს დასანიშნად წარვუდგენთ და ეს ადამიანი იქნება საქართველოს მთავარი პროკურორი,“- ეს განცხადება „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უხელმძღვანელებს.

"საქართველოში მთავარ პროკურორს უნდა ნიშნავდეს არა ოლიგარქი, ან არაფორმალი მმართველი, საქართველოში მთავარი პროკურორი უნდა დანიშნოს ხალხმა. ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ სისტემის დასანგრევად, რასაც აქ ებრძვის ათეულობით ათასი ადამიანი. ჩვენ ვქმნით საორგანიზაციო ჯგუფს, რომელსაც უხელმძღვანელებს ზაზა სარალიძე, ამ ჯგუფში შევლენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, იურისტები, ადვოკატები, ექიმები... გარდა პოლიტიკოსებისა. კანდიდატებზე ამ ეტაპზე არ ვისაუბრე, თუმცა წარმოგვიდგენია და გარკვეული მონახაზები გვაქვს, თუმცა ეს უნდა იყოს ხალხის კონსესუსი,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები