17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
20 პროცენტით გაზრდილი სუიციდი და სუიციდის მცდელობა ბავშვებში - სახალხო დამცველმა ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიში წარადგინა

20 პროცენტით გაზრდილი სუიციდი და სუიციდის მცდელობა ბავშვებში - ამ თემაზე სახალხო დამცველმა ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ილაპარაკა.

ნინო ლომჯარიას თქმით, კვლავ პრობლემაა საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობა.

ომბუდსმენმა ბავშვების მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყენაში ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის რეაბილიტაციისა და პრევენციის სათანადო სისტემა.

ბულინგი სკოლებში, ბავშვების მიმართ ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური, ასეთი შემთხვევების იდენტიფიკაციის მაჩვენებელი არის დაბალი, ხოლო პრევენციისთვის ძალიან ცოტა რამ კეთდება. სამწუხაროდ, არ გვყოფნის სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა, სოციალურ სივრცეშიც დავინახეთ არაერთი ვიდეო, რაც ასახავდა ბავშვზე ძალადობას, ვიხილეთ ბავშვების მიმართ ძალადობის საგანგაშო შემთხვევები და ამ ყველაფერმა საზოგადოება დააფიქრა ნამდვილად, რომ ეს არის მწვავე პრობლემა,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

დღის ამბები