17 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
შსს-მ დაიწყო ე.წ. განმუხტვის პოლიტიკა, უნდათ, რომ თვალში ნაცარი შეგვაყარონ - ზაზა ხატიაშვილი

სუს-მა და შსს-მ ააგორა ისეთი კამპანია, თითქოს, აქ პოლიტიკოსები არიან,“ – ეს განცხადება, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა. ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება შსს-ს დაუბრუნდა.

ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ თითქოს აქცია პოლიტიკურად მართულია. ზაზა ხატიაშვილის თქმით, პარლამენტის წინ ბავშვების აქცია იმართება.

„შსს-მ დაიწყო ე.წ. განმუხტვის პოლიტიკა. უნდათ, რომ თვალში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ უნდა ყველანი დავდგეთ ამ ადამიანის გვერდით,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შეუძლებელია თეა წულუკიანმა ახალი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატურა შეარჩიოს.

დღის ამბები