პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით - "ნუ მომკლავ!" განახლდა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისთვის სოლიდარობის გამოსახატად, მოქალაქეები იკრიბებიან.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს აქციის დისკრედიტირებას.
„მე ჩემი შვილის სულს არავის მივყიდი არასდროს, ჩვენი შვილის შვილები არ იყიდება არასდროს. ნუ ცდილობს მთავრობა და სუს-ი, რომ გააიგივოს ტრაგედია პოლიტიკურთან, ნუ მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემ უკან. ჩემ უკან პოლიტიკა არასდროს იდგმება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, სისტემა დღეს უნდა დაინგრეს. სარალიძე ამბობს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა გამოაცხადეს და მას დევნიან.
„ეს დღეებია, გაისმის, რომ მე თითქოს, რომელიმე პოლიტიკური პარტიას მივყიდე ჩემი შვილის სული, არ დავუშვებ ამას, მოვუწოდებ ქართველ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, დამიდექით გვერდში, რათა ამ უსამართლო ქვეყანაში სამართალს მივაღწიოთ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.