17 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
იგივე მოსამართლემ ეკა არეშიძემ, ჩემი შვილის მკვლელი 8 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა - ნათია კენჭაძე

ზემო ფონიჭალაში მოკლული 16 წლის ავთო ბაგალიშვილის დედა პარლამენტის შენობასთან მივიდა, სადაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.  

ნათია კენჭაძემ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და 29 სექტემბერს მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრა. 

კენჭაძე საქმის გამოძიებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ეკა არეშიძემ გამოიტანა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოსამართლეა. 

„იგივე მოსამართლემ, ეკა არეშიძემ ჩემი შვილის მკვლელი, ლუკა შიშიტაშვილი 8 ათასი გარაოთი გარეთ გამოიყვანა,“ - განაცხადა ნათია კენჭაძემ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები და ასევე, შვილმკვდარი მშობლები მიმართავენ.

დღის ამბები